„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია საქართველოში თურქეთის საელჩოში იმყოფებოდნენ.
მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს თურქი ერის მიმართ და თურქეთის ელჩს მათი გულწრფელი სამძიმარი გადასცეს.
„ლელო“, საელჩოსთან შეთანხმებით, თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მონაწილეობს ჰუმანიტარული დახმარების შესყიდვისა და მიწოდების პროცესში.
როგორც “ლელოს” ლიდერებმა თქვეს, უმოკლეს ვადაში მოხდება იმ ჰუმანიტარული ტვირთის შეძენა, რომელიც პირველადი დახმარების აუცილებლობას წარმოადგენს.
კამპანიაში ჩართვის მსურველებს ტვირთის მოწოდება შეუძლიათ შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: სადგურის მოედანი #2
ტელ: 032 223 22 88
+995577342945
ბათუმი: ფარნავაზ მეფის #46
ტელ: 577 48 43 78
ზუგდიდი: კოსტავას #32
ტელ. +995 571 272 372
რუსთავი: კოსტავას #10
ტელ. +995 577 307 468
საგარეჯო: აღმაშენებლის #15
ტელ: 595 739 793
ხვიჩა მამულაძე