მთავარი სხვადასხვა „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა

„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულთა რაოდენობა თერთმეტამდე გაიზარდა

548
0

23844751_1812604778781158_3030701530512571802_n ტრაგედია, რომელიც წუხელ საღამოს 8 საათზე ბათუმში დატრიალდა, დანსაკუთრებით მძიმეა თავისი მასშტაბებით, მან 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 10 დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ერთი – ირანელია. 20-მდე ადამიანი დაშავდა და მკურნალობს ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში. შემთხვევის ადგილას ახლა სიმშვიდეა, ხანძარი, რომლის ჩაქრობაზეც 20-ზე მეტი სახანძრო სამაშველო ბრიგადა და ასამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა ლოკალიზებულია. სიტუაციის ადგილზე გასაცნობად ბათუმში შს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებიან. „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.