24 ნოემბერს ქალაქ ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” განვითარებულმა ხანძარმა ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის – ზაურ აბულაძის, დათო ქამადაძის, მარად შანთაძისა და როინ ჯოყილაძის სიცოცხლე შეეწირა.
ინფორმაციას დღეს დილიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე ავრცელებს. დიმიტრაძე საკრებულოს სახელით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს.
– „ეს ტრაგედია უსაზღვრო და უმძიმესია თითოეული ჩვენგანისათვის. ვიზიარებ მწუხარებას და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს“- ნათქვამია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაში.