მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ლერმონტოვის ქუჩაზე საკანალიზაციო ხაზი მოეწყო

ლერმონტოვის ქუჩაზე საკანალიზაციო ხაზი მოეწყო

253
0

#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. განხორციელდა ლერმონტოვის ქუჩის საკანალიზაციო ხაზის მოწყობა და ცენტრალურ კოლექტორთან მიერთება. ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ამორტიზებული სანიაღვრე არხის ნაცვლად, 15 მეტრიან მონაკვეთზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალარინების ხაზის მოწყობა ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის (KfW) ფარგლებში განხორციელდა, ხოლო სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია შპს ,,ბათუმის წყალმა“ უზრუნველყო. ტერიტორიაზე ასფალტის საფარის აღდგენა ლერმონტოვის ქუჩის კეთილმოწყობის ფარგლებში განხორციელდება.