აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14 წლისთავს მიეძღვნა ხსოვნის საღამო, რომელიც ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით სასტუმრო „დივანში“ გაიმართა. საღამოს რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაესწრო, ღონისძიებაზე ახლადგამოცემული წიგნი „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ წარადგინეს, სიტყვაში გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს მეზობელი ქვეყნის საერთო-სახალხო ლიდერის დამსახურება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში.
https://youtu.be/m28sZoVXFrQ