მთავარი სხვადასხვა ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

300
0

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, – ამ ინფორმაციას ლიეტუვის პრეზიდენტის კომუნიკაციების ჯგუფი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიტანას ნაუსედა და პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 10-12 ივნისს ეწვევიან.

ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერაა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება – საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა  და პარლამენტის თავმჯდომარე ,კახაბერ კუჭავას .

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს პრეზიდენტის შეხვედრას ადგილობრივ ლიეტუველ თემთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტი და მისი მეუღლე ასევე შეხვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოინახულებს.

პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში ანტანას ვილკუტაიტის-კეთურაკისის ძეგლის გახსნის ცერემონიალსა და წიგნის პრეზენტაციას დაესწრება.

ლიკა შარაძე