„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხალვაშმა ანალიტიკური სამსახურის მიერ გაყალბებულ სტატისტიკას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველოში დანაშაულის რაოდენობა 37 ათას 944 ფაქტს შეადგენდა, რეალურად კი გაცილებით მეტია. ხალვაშს ბრიფინგზე პოზიციის გასამყარებლად კონკრეტული ფაქტები არ წარმოუდგენია, ის მხოლოდ მედიის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას დაეყრდნო. მისივე განცხადებით, -„ხელისფულება დაკავებულია სტატისტიკის გაყალბებით და არა დანაშაულის პრევენციით, თუმცა ამას ხელისუფლება უარყოფს“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ შსს-მ გაასაჯაროვოს ზუსტი სტატისტიკა, რადგანაც 2016 წელს დანაშაულებრივი მუხლის მიხედვით აჭარა მეორე ადგილზე იყო. 2018 წლის სამი თვის მონაცემებით მომხდარი დანაშაულის რაოდენობამ 2017 წლისგან ყველა სტატისტიკას გადააჭარბა.