მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მამუკა ბახტაძე აჭარაში მეწარმეებს შეხვდა

მამუკა ბახტაძე აჭარაში მეწარმეებს შეხვდა

152
0

დღეს აჭარაში მცხოვრები მეწარმეები ახალ საგადასახადო ინიციატივებს გაეცნენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მიაწოდეს.

ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბერგვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. მისი მიზანია ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 120 000 -მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობრივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობრივი შემოსავლის 1 % -იანი გადასახადით, ნაცვლად დღეს არსებული 5 %-ისა.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს ( 1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისათვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახო ადმინისტრირების დანახარჯები.

აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.

შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.