მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მაშველებმა 14 წლის ბიჭი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა 14 წლის ბიჭი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

143
0

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე დღეს დილით ჩირუხის წყალში იპოვეს. სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.

შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში 4 დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა,70 მეხანძრე მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, თბილისიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

გარდაცვლილი მურმან ფუტკარაძის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიუსამძიმრეს.

მთავრობის თავმჯდომარემ მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.