ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახო-სიმონეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, სულ მალე დასრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგება. თამანშრომლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმა საგზაო დეპარტამენტის უფროსმა გიორგი რომანაძემ და ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი-2009“ აწარმოებს. დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 3 ადგილობრივია. ჩასატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება ტენდერის მიხედვით 723 290 ლარს შეადგენს.