მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა წელს უფრო მასშტაბური გახდა

მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა წელს უფრო მასშტაბური გახდა

257
0

დღეს სამთო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო ავტოტრანსპორტით გადაყვანას. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის მოცულობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა და მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ბეშუმის, ზორტიყელის, ლეკნარის, თეთრობის, სარიჩაირის, დიდაჭარის და ვაშლოვანის მთების მიმართულებით. სამარშრუტო ტაქსი ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახურება. რაც შეეხება ზორტიყელსა და ლეკნარს, იალაღებზე მიმავალ მგზავრებს ტრანსპორტი ღორჯომიდან მოემსახურება, სარიჩაირზე და თეთრობზე – სხალთიდან, ხოლო ხიხაძირის, ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი ხიხაძირიდან, ვაშლოვანიდან და დიდაჭარიდან გავა. აღნიშნული მიმართულებებით მიკროავტობუსების გასვლა დილის 09 : 00 საათზე განხორციელდება, ხოლო უკან დაბრუნება – 18 : 00 საათზე. ხულო-ბეშუმის მიმართულებით პირველ რეისის განხორციელების პროცესს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ესწრებოდა.