მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მედიატური

მედიატური

259
0

მედია – ტური ჟურნალისტებისთვის. რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის “ინტელექტი”-ს მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიში მოისმინეს.პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში „ინტელექტი“ აჭარაში  მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს უფასო პროფესიულ სწავლება-გადამზადებას სთავაზობდა, ასევე პროექტის ბენეფივიალებს შეეძლოთ მიეღო უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისათვის გრანტები.პროექტის განმავლობაში დაფინანსდა 19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო. ორგანიზაციას პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით  142 კურსდამთავრებული ყავს და სასწავლო პროგრამებს კიდევ 40 ბენეფიციარი გადის. იურიდიულ კონსულტაციებით და სამართლებრივ დახმარებით 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.მედია ტური მოეწყო პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები  აჭარის სხვადახვა მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი მუშაობის პრინციპს გაეცნენ.