მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მედია-ტური ბოტანიკურ ბაღში

მედია-ტური ბოტანიკურ ბაღში

484
0

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა ადგილობრივი ფედერალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სპეციალური მედია-ტური, რომლის მიზანია ფართო საზოადოება გაეცნოს იმ მნიშვნელოვან ტურისტულ-შემეცნებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება ბოტანიკურ ბაღში. – „მსურს საზოგადეობას მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია 2016 წელს რა აქტივობები ხორციელდებოდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და 2015 წელთან შედარებით რით იყო გამორჩეული. პროექტში აღსანიშნავია ის გარემოება რომ მთელი ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა კეთილმოწყობითი სამუშაოებები ბათუმის 15820340_1845001045721108_1107736259_nბოტანიკურ ბაღში და ჩაქვის მხრიდან მოწესრიგდა შემოსასვლელი გზები, ისევე როგორც მწვანე კონცხის მხრიდან ზოგადად მოწესრიგებულია ინსფრასტრუქტურა მოსასვლელებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით კომფორტს ქმნის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მომსვლელი ვიზიტორებისათვის. გასულ წელს მოხდა მეწყრული მოვლენები და ბაღის გარკვეულ უბნებზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საკუთარ თავზე აიღო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“, მათი მხარდაჭერით შედგა პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე გაკეთდა ახალი გადასახედები, გასულ წელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, წლის მანძილზე ბაღს 233 934 ვიზტორი ეწვია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია. ეს გახლავთ ცნობადობის ამაღლება, მეტი ინფორმაციის გატანა ბოტანიკური ბაღიდან, ვფიქრობთ, მომავალი წლის სტატისტიკა ასევე იქნება გამორჩეული, მაგრამ ამ ყველაფერში გვჭირდება ახალი მომსახურებების შემოტანა, სამომავლოდ იგეგმება პირველი მნიშვნელოვანი პროექტი – ახალ ვიზიტოთა ცენტრის მშენებლობა ჩაქვის მხრიდან, სადაც მოწესრიგდება ერთხელ და სამუდამოდ პარკირების სისტემა. ვიზიტორთა ცენტრის შექმნაც თავისთავად ფონდ „ქართუს“ თანადგომით განხორციელდება, ასევე იგეგმება მწვანე კონცხის მხრიდან შემოსასვლეში გზის რეაბილიტაცია, 15782397_1845000992387780_450826616_nრომელიც ავარიულ მდგომარეობაში გახლავთ. გაჩნდება ახალი პარკები, ჩვენ წელს გვქონდა 5 გამოფენა, გაისად, მაისში წავრსდგებით საზოგადოების წინაშე ვარდების გამოფენით, წელს შევიძინეთ რამდენიმე ჯიშის შიდა სახეობის ვარდი. სხვა მიმდინარე ინსფრასტრუქტურული პროექტებიც იგეგმება, ისეთი, როგორიც არის კომუნკაციების მიწის ქვეშ გადატანა, ახალი დეკორატიული ბოძების განთავსება, დაგეგმილი გვაქვს ზღვისპირა პარკის პროექტის შეძენა, წითელი ნუსხის მცენარეთა პროექტის შეძენა და გვსურს ბოტანიკური ბაღი წლიდან წლამდე ვიზიტორებისთვის იყოს სიახლის, განახლების და მრავალფეროვნების ადგილი. ძირითადი ნაწილი პროექტებისა ხორციელდება ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, არის რიგი პროექტებისა, რომელთაც თავად ბოტანიკური ბაღი ყიდულობს – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

ხვიჩა მამულაძე