მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „მედინას“ საქმეს სპეციალური კომისია სწავლობს!

„მედინას“ საქმეს სპეციალური კომისია სწავლობს!

343
0

„აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტ ნაირა ქობულაძესა და ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ პერსონალს შორის 7 მარტს მომხდარ ინცინდენტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონროლის დეპარტამენტი სწავლობენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ სისტემატურად ვაკონტროლებთ საქმის მიმდინარეობას. როგორც რეგულირების სააგენტოს კონროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლია მელიქაძემ ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, კომისია უკვე იმყოფებოდა ბათუმში, მოხდა საკითხის შესწავლა ადგილზე, ასევე წაიღეს დოკუმენტაცია, – „განვიხილეთ და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საჭირო გახდა საქმეში ექიმ-სპეციალისტების ჩართვა. ამიტომ გადაიგზავნა რეცენზირებაზე. კომისიის მუშაობაში ჩართულია რამდენიმე დარგის სპეციალისტი და მიმდინარეობს ინცინდენტის მიზეზების შესწავლა. თუ რაიმე სახის დარღვევა გამოვლინდება, დაისმება ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი“ – განაცხადა ლია მელიქაძემ, რომელიც გვარწმუნებს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნას კიდევ დაახლოებით ორი კვირა დააგვიანდება. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კოისიის მუშობის დასრულების შემდეგ დასკვნის შესახებ წერილობითი ინფორმაცია ჩვენს საინფორმაციო საშუალებასაც მიეწოდება.