მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა მეფუტკრეობის მხარდასაჭერად…

მეფუტკრეობის მხარდასაჭერად…

36
0

„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში აგროსერვის ცენტრი ფუტკრის სკების გაცემას აქტიურად ახორციელებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში სკების გაცემის პროცესს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე მირზა სუქნიშვილი ადგილზე გაეცნენ.

„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს აგროსერვის ცენტრის 70 % -ანი თანადაფინანსებით გადაეცემათ დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები (კომპლექტი).

ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, “ქვეპროგრამის ფარგლებში გაიცემა 2000 ცალი სკა.

ქვეპროგრამა ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზირებული სკების ჩანაცვლების მიზნით.