ინცინდენტი მოხდა ამ რამდენიმე წუთის წინ ბათუმის 48-ე საარჩევნო უბანზე, კერძოდ ენმ-ს წარმომადგენელმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა გურანდა ძირკვაძემ შენიშნა, როგორ გაცვალეს გაურკვეველი სახის ფურცლები ერთმანეთში გადასატან ყუთზე პასუხისმგებელმა კომისიის წევრებმა, მან ამ ფაქტთან დაკავშირებით ოქმიც შეადგინა, თუმცა კომისიის წევრმა კოლეგებმა მხარი არ დაუჭირეს და სავარაუდოდ ისეთი ზეწოლა გაუკეთეს, საკუთარი განცხადება უკან წააღებინეს. ამავე უბანზე ძირკვაძემ კიდევ ერთი დარღვევა დააფიქსირა, კერძოდ კომისიის წევრმა ნაკადის მომწესრიგებელმა ხმა მისცა მარკირების გარეშე, რაზედაც უბნის ხელმძღვანელობამ საჩივარი არ მიიღო, რადგან ფაქტი მექანიკურ შეცდომად ჩათვალა. მათი განმარტებით, ნაკადის მომწესრიგებელი ამავე უბნის ამომრჩეველია და ის რომ მან თავისივე უბანზე ხმა მარკირების გარეშე მისცა, მექანიკური შეცდომაა და არა გამიზნული ქმედება.