მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მეწარმე ქალთა ბიზნეს ეროვნული ფორუმი

მეწარმე ქალთა ბიზნეს ეროვნული ფორუმი

153
0

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში სასტუმრო „ეიფორიაში“ მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის ფასილიტატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა და კავკასიის გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელი.

ბიზნესფორუმის მიზანია საქართველოს სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამის შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნეს აქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.

ბიზნეს-ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამაზ შავაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.