წმიდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის მფარველობის ქვეშ მცხოვრებ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიება იგეგმება. ღონისძიებაზე ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალი ბავშვებს საჩუქრად წიგნებს გადასცემს. საქველმოქმედო ღონისძიებაში რამდენიმე დაწესებულება და ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ტელეკომპანია 25-ე არხი, გაზეთი „ბათუმელები“, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სენაკის მე–7 საჯარო სკოლა და არასამთვრობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“ . წინასააღდგომოდ პატარებს პასკებს სუპერმარკეტების ქსელი „ვილმარტი“ აჩუქებს. აქცია 11 აპრილს 16:00 საათზე მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა პანსიონში ჩატარდება.