აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ხემლისაწვდომობის გაზრდა რეგიონში. სწორედ ამ მიზნით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის 55% განკუთვნილია განათლების სფეროსთვის სამინისტროს ძირითადი პროგრამული ფინანსური რესურსის უმეტესი ნაწილი გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე – საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ინვენტარით, ლაბორატორიებითა და მხატვრული ლიტერატურით უზრუნველყოფა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.