აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმედით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში 40 ერთეული ტექნიკა ახორცილებს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს , ხოლო დაბლობში ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობას ბათუმი-გოდერძის ხულოს მონაკვეთზე პორბლემები არ შეუქმნია. თუმცა უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილებისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი არცერთში არ განახლებულა , სასწავლო პროცესი შეწყდა ასევე 33 საჯარო სკოლაში. ამ დროისთვის ხულოში გამოიდარა. გაწმენდითი სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება.