მთავარი სხვადასხვა მიზანი ახალგაზრდებისთვის მენტალურ ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვას შორის კავშირის აღმოჩენა გახლდათ

მიზანი ახალგაზრდებისთვის მენტალურ ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვას შორის კავშირის აღმოჩენა გახლდათ

6
0

„საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა“ 20-29 მაისს ქალაქ ქობულეთში უმასპინძლა საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტს “Youth For a Green and Healthy Future”, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის მენტალურ ჯანმრთელობასა და გარემოზე ზრუნვას შორის კავშირის აღმოჩენა.

პროექტი დაფინანსებული იყო ერასმუს+ ის მიერ, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა საბერძნეთიდან, საქართველოდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, იტალიიდან და დანიიდან. პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სტრესსა და შფოთვაზე, ისწავლეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცვლილებებისკენ. დისკუსიებთან ერთად ახალგაზრდები ჩაერთვნენ პრაქტიკულ აქტივობებში, რამაც მონაწილეები აღჭურვა აუცილებელი უნარებითა და ცოდნით.

პროექტმა აჩვენა, რომ გარემოს დაცვა და მენტალური ჯანმრთელობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ახალგაზრდების გაძლიერება ამ ორ სფეროში საჭიროა დღეს, როგორც არასდროს.

პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა კულტურული საღამოები, სადაც მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთის კულტურა და ტრადიციები, კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და სამომავლო მეგობრობას ჩაუყარეს საფუძველი. წარმატებით დასრულდა აღნიშნული პროექტი, რაც ახალი იდეების განხორციელებისა და სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი გახდა.