აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თბილისისა და ბათუმის მასწავლებელთა სახლების მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ტრენინგების დეცენტრალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას აჭარის განათლების ფონდის/მასწავლებელთა სახლის დირექტორი ირაკლი თავბერიძე ესწრებოდა, რომელმაც ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.
რეგიონის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის აჭარის განათლების ფონდი/მასწავლებელთა სახლი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ატარებს გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში, ინკლუზიურ განათლებასა და პროფესიულ უნარებში.