მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი მინისტრის შეხვედრა პლენერის მონაწილეებთან

მინისტრის შეხვედრა პლენერის მონაწილეებთან

292
0

2017 წლის 2 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე „საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდის“ დირექტორს გიორგი გუგუშვილსა და ცნობილ ლიტველ არტ კურატორს ორგანიზაცია „ARTCOMAS”-ის თამჯდომარეს – ოლეგას დარჩანოვასს – შეხვდნენ.შეხვედრაზე „საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდის“ საავტორო პროექტის, „ მეგობრობის პალიტრისა“ და მხატვართა კლუბის საიტის პრეზენტაცია გაიმართა.შეხვედრას „მეგობრობის პალიტრაში“ 2015 წლიდან დღემდე მონაწილე მხატვრებიც ესწრებოდნენ.აღნიშნული პროექტი ბათუმში უკვე მეოთხედ ხორციელდება და იგი ითვალისწინებს საერთაშორისო გაცვლითი პლენერების მოწყობას, რომელშიც ადგილობრივი მხატვრების გარდა არაერთი უცხოელი კოლეგა მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ავსტრიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და სხვა.მიმდინარე წელს „მეგობრობის პალიტრა“ ორ ეტაპად მიმდინარეობს. 15 მაისს დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი – „ბათუმური გაზაფხული“, რომელშიც 3 პოლონელი, 1 უკრაინელი და 6 ადგილობრივი მხატვარი მონაწილეობდა.2017 წლის 2 ივნისს დაიწყება პროექტის მეორე ეტაპი – „ბათუმური ზაფხული“, რომელშიც მონაწილეობას 4 ლიტველი და 6 ადგილობრივი მხატვარი მიიღებს. პლენერები ტრადიციულად ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში ჩატარდება, სადაც 13 ივნისს მონაწილე მხატვართა საანგარიშო გამოფენაც გაიხსნება.