„მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო“ – ასე მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილივილმა ქედის მუნიციპალიტეტში დირექტორებს თათბირზე, რომელთანაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას მინისტრის პირველ მოადგილე სულიკო თებიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის ინიციატივით, შეხვედრები სკოლის დირექტორებთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, შეხვედრას მუნიციპალიტეტის 29 საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ სიახლეების, პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.
დღესვე, მინისტრმა დაბა ქედისა და სოფელ მერისის საჯარო სკოლებიც დაათვალიერა. ინგა შამილიშვილი სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობს გაეცნო.