მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი მინისტრმა ევროპის ქალ მშვილდოსანთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

მინისტრმა ევროპის ქალ მშვილდოსანთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

285
0

მშვილდოსნობაში ,,ევროპის თასის“ გამარჯვებულ სპორტსმენებს დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე მინდია ქათამაძე შეხვდნენ, პოლონეთის ქალაქ ლეგნიცაში მიღწეული წარმატება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს ქალთა ნაკრებ გუნდში 26-30 აპრილის ევროპის თასზე სამი სპორტსმენი აჭარიდან ასპარეზობდა. გუნდმა გრან პრიზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა – საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გუნდურში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი – ხათუნა ნარიმანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი პირადში და ევროპის ვერცხლის მედალოსანი გუნდურში – ქრისტინე ესებუა. დებიუტანტები ეროვნული გუნდის შემადგენლობაში – ნანა მახარაძე და ციკო ფუტკარაძე.
ქალაქ ლეგნიცაში გამართული ტურნირის ფინალში ქართველებმა რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხეს – 6:0. ფინალურ დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრებმა პირველ წრეში ჰოლანდიას მოუგო 5:3, 1/2 ნახევა ფინალში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია დაამარცხა 6:2.
„მსურს მივულოცო ჩვენს მშვილდოსნებს ეს წარმატება. ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად იმკვიდრებენ ადგილს ეროვნულ გუნდში. ყველაზე სასიხარულო, რომ ახალგზარდა სპორტსმენები უკვე ახერხებენ წარმატების მიღწევასა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას. დარწმუნებული ვართ, სამინისტროს აქტიური მხარდაჭერითა და ფედერაციის სწორი მუშაობით შევძლებთ კიდევ მრავალი წარმატების მიღწევას” – განაცხადა ინგა შამილიშვილმა.
შეხვედრას აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკაძე ესწრებიდნენ.