მთავრობის სახლთან მახინჯაურის მკვიდრმა მირანდა ნაკაშიძემ საპროტესტო აქცია გამართა. მისი განცხადებით, ის ავტობანის მშენებლობის შედეგად დაზარალებულია. მხოლოდ მას სთავაზობენ არარეალურ საკონპენსაციო თანხას და ის არ აპირებს საკუთრების დათმობას.
„თანახმა ვარ გავიდეს ავტობანი, მაგრამ უსამართლობის მსხვერპლი ვარ, ვითხოვ ზურაბ პატარაძისგან დახმარებას“-განაცხადა მირანდა ნაკაშიძემ.