დღეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ ბრიფინგი გამართა. ოპოზიციური პარტიის წევრები საკრებულოს შუამდგომლობით მიმართავენ და საბავშვო ბაღებში დასაქმებულებისათვის ხელფასის 100 ლარით გაზრდას ითხოვენ. „ამ ადამიანების ხელფასი დღეს არის მიზერული და სამარცხვინო. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი დღეს 4 500 ლარია და ბაღის პედაგოგის 350 ლარი. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი ამიტომ მიიღონ ეს ინიციატივა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი უნდა გაიზარდოს მინიმუმ 100 ლარის ოდენობით“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ.