მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მირდატ ქამადაძის ბრიფინგი

მირდატ ქამადაძის ბრიფინგი

219
0

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქამადაძემ ბრიფინგი გამართა და ბათუმის მერია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ-გვერდზე გავცელებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში დაგეგმილი კულტურული ფორუმის „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“ პარტნიორი ქალაქ ბათუმის მერიაა.

„მოვითხოვთ ბათუმის მერიამ ხელი აიღოს ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება.“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ.