საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი თურქეთის წამყვან სამედიცინო კლინიკებში ქალბატონი ნანა სარიშვილი უშუალოდ პირველი ხაზის თურქი ექიმი – პროფესორებისგან ტვ12-აჭარას გადამღებ ჯგუფთან ერთად პირადად ისმენს პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ქართველ პაციენტებს.
ჩვენი სტუმარია სამსუნის Liv Hospital-ის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი, რევმატოლოგი, პროფესორი მეჰმედ საიარლიოღლუ.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი TV12 არხს ამ შესაძლებლობისთვის.
მე ვარ ექიმი 35 წლიანი გამოცდილებით. 1990 წელს დავამთავრე ულუდაღის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1996 წელს გავხდი შინაგანი დაავადებების სპეციალისტი (ჩვენს ქვეყანაში რევმატოლოგიის სპეციალობა მიიღება შინაგანი დაავადებების ან ფიზიკური თერაპიის სპეციალობის შემდეგ) და მეც შინაგანი დაავადებების სპეციალობის მიღების შემდეგ, სწავლა განვაგრძე სტამბოლის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (ცნობილია როგორც ჩაფას სამედიცინო ფაკულტეტი) და 2001 წელს გავხდი რევმატოლოგი. 2005 წელს მივიღე დოცენტის წოდება, ხოლო ექვსი წლის შემდეგ – პროფესორის.
კარიერა მალათიაში დავიწყე, შემდეგ ვიმუშავე ვანში. მოგვიანებით, სტამბოლში შიშლი ეტფალის საავადმყოფოში შინაგანი დაავადებების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება მივიღე. სტამბოლში რევმატოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ, 19 მაისის უნივერსიტეტში რევმატოლოგიის განყოფილება დავაფუძნე და იქიდან გავედი პენსიაზე. ამჟამად სამსუნის Liv Hospital-ში ვმუშაობ, სადაც რევმატოლოგიური პაციენტების მკურნალობით ვარ დაკავებული.
რა არის რევმატოლოგია და რა დაავადებებს განიხილავს?
რევმატოლოგია არის შინაგანი დაავადებების ერთ-ერთი ქვედარგი და ის ძირითადად რევმატიული დაავადებების შესწავლას მოიცავს. ეს დაავადებები, როგორც წესი, იმუნური სისტემის არასწორად მუშაობის გამო ვითარდება. ორგანიზმის იმუნური უჯრედები ესხმიან თავს სხვადასხვა ორგანოებს ან ქსოვილებს და იწვევენ დაავადების სიმპტომებს.
მაგალითად, თუ იმუნური სისტემა სახსრებს უტევს, ვითარდება სახსრების ანთება. თუ ის ტყვიის ჯირკვლებს აზიანებს, ვითარდება სიმშრალე და ფუნქციის დაკარგვა. თუ კუნთებზე ზემოქმედებს, ჩნდება ანთებითი კუნთოვანი დაავადებები. ასევე, გუტის (ნიკრისის ქარის) დროს კრისტალების დაგროვება იწვევს ანთებას.
რომელია ყველაზე გავრცელებული რევმატიული დაავადებები?
ყველაზე გავრცელებული რევმატიული დაავადებაა რევმატოიდული ართრიტი, რომელიც მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს. ზოგი დაავადება, მაგალითად, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება (FMF) და ბეჰჩეთის დაავადება, უფრო ხშირად გვხვდება თურქეთში, სომხეთში, ირანსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.
ასევე ფართოდ გავრცელებულია ანკილოზური სპონდილიტი, გუტი, ლუპუსი, შოგრენის სინდრომი, მიოზიტი, სტილის დაავადება და ოსტეოართროზი (სახსრების კალციფიკაცია). ოსტეოართროზი განსხვავდება რევმატოიდული ართრიტისგან, რადგან ის არ არის ანთებითი დაავადება, არამედ დაკავშირებულია ხრტილის დაზიანებასთან და სახსრების ფუნქციური დაკარგვასთან.
არის თუ არა რევმატიული დაავადებები გენეტიკური?
გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ რევმატიული დაავადებების განვითარებაში. მაგალითად, FMF არის მთლიანად გენეტიკური დაავადება. ანკილოზური სპონდილიტისა და ბეჰჩეთის დაავადების შემთხვევაშიც გენეტიკური გავლენა დიდია. თუმცა, ყველა რევმატიული დაავადება არ არის გენეტიკურად პროგნოზირებადი. რევმატოიდული ართრიტისა და ლუპუსის შემთხვევაში გენეტიკური მიდრეკილება არსებობს, მაგრამ გარემო ფაქტორებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
რა როლს ასრულებს იმუნური სისტემა რევმატიულ დაავადებებში?
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ რევმატიული დაავადებების დროს იმუნური სისტემა სუსტდება, მაგრამ სინამდვილეში ის ჰიპერაქტიურია და უტევს ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს. სწორედ ასე ვითარდება რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა (ლუპუსი) და სხვა აუტოიმუნური დაავადებები.
როგორ ხდება რევმატიული დაავადებების დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკა იწყება ექიმის ფიზიკური გამოკვლევით და დეტალური ანამნეზის აღებით. ლაბორატორიული და რადიოლოგიური გამოკვლევები დამხმარე როლს ასრულებს. გამოცდილ რევმატოლოგს შეუძლია პაციენტების 40-50%-ში მხოლოდ კლინიკური გამოკვლევით დაადგინოს დიაგნოზი.
რა არის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები?
ბოლო 20-30 წელიწადში რევმატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. ადრე, მაგალითად, ანკილოზური სპონდილიტის მქონე პაციენტები მძიმე დეფორმაციებით ცხოვრობდნენ, ხოლო ბეჰჩეთის დაავადების შემთხვევაში სიბრმავე ხშირი გართულება იყო. დღეს ბიოლოგიური მკურნალობების წყალობით ეს პრობლემები მნიშვნელოვნად შემცირდა.
შეიძლება თუ არა რევმატიული დაავადებების სრული განკურნება?
რევმატიული დაავადებები ქრონიკული ხასიათისაა და მთლიანად ვერ იკურნება, მაგრამ მათი პროგრესის შეჩერება და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.
როგორ უნდა მართოს პაციენტმა ქრონიკული რევმატიული დაავადებები?
ადრეული დიაგნოზი უმნიშვნელოვანესია, რადგან დროული მკურნალობა ამცირებს ინვალიდობის რისკს. პაციენტებმა რეგულარულად უნდა იარონ ექიმთან და გაითვალისწინონ მკურნალობის სქემა, რადგან ძლიერი მედიკამენტებს ზოგჯერ გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს.
როგორი ფიზიკური აქტივობაა რეკომენდებული?
მხოლოდ მედიკამენტები არ არის საკმარისი – ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ჩვენი პრინციპია: ტკივილის დროს პაციენტმა დაისვენოს, მაგრამ როდესაც ტკივილი არ აქვს, რაც შეიძლება მეტად უნდა იმოძრაოს.
ყოველდღიური 1 საათიანი სეირნობა ძალიან სასარგებლოა. ღია ჰაერზე სიარული ამცირებს ფიბრომიალგიის სიმპტომებს და აძლიერებს სახსრებს. თუ შესაძლებელია, ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ანკილოზური სპონდილიტის მქონე პაციენტებისთვის.
მადლობას ვუხდით სამსუნის Liv Hospital-ის ერთ–ერთ წამყვან ექიმს, რევმატოლოგს, პროფესორ მეჰმეთ საიარლიოღლუს ამომწურავი პასუხებისთვის.
ყველა პაციენტს ვურჩევ, დროულად მიმართონ ექიმს. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია! მადლობა ყურადღებისთვის!
ყურადღება! ბატონ მეჰმედთან ვიზიტების დასაჯავშნად სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:
ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს
თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებში. ტელ: 577 59 41 59