მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მმართველი პარტიის დეპუტატს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

მმართველი პარტიის დეპუტატს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

223
0

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატს დავით ბაციკაძეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის თანახმად საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს იყოს მხოლოდ იმ საარჩევნო ტერიტორიაზე, რომელზეც მას აქვს რეგისტრაცია. კირთაძის მტკიცებით, ბაციკაძე შედის ბათუმის ყველა საარჩევნო უბანზე, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი ვარაუდობს, ბაციკაძე ამას არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მიზნით აკეთებს. ფაქტთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის დეპუტატს კომენტარი არ გაუკეთებია.

ნაირა ქობულაძე