მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მონიტორინგი სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე

მონიტორინგი სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე

423
0
  აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა  არჩილ ჩიქოვანმა მოადგილეებთან  ლაშა ჩიხლაძესთან და რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-დავითაძეების გზის სავალი ნაწილის  დამეწყრილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისათვის    სტიქიის ტერიტორიაზე  მძიმე ტექნიკა მუშაობს, პარალელურად იწმინდება სანიაღვრე არხები.
დღესვე დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა აჭარისწყალი-კირნათის საავტომობილო გზაზე მშენებარე ჰესზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის  სამუშაოები დაათვალიერა. ტერიტორიაზე მოხრეშვა-მოშანდაკება  მიმდინარეობს.  არჩილ ჩიქოვანის განცხადებით,  გზის სავალი ნაწილის მოშანდაკება პერიოდულად გაგრძელდება, ხოლო ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ  აჭარისწყალი-კირნათის 4 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.