დღეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას მხარდაჭერის ინიციატივის პრეზენდაცია მოეწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარაში” პროექტის ფარგლებში გაიმართა და აჭარაში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფების განვითარების ხეშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის მდგრადი მეურნეობა “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” ძირითადი, გრძელვადიანი მიზანი აჭარის რეგიონში მდგრადი და ეფექტური სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. იგი ეხმიანება აჭარის სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს, საჭიროებებსა და შესაძლებლობებს და პროექტს “ENPARD აჭარა” შედეგებსა და ძირითადად დაინტერესებულ მხარეებთან დამყარებულ თანამშრომლობას ეყრდნობა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.