ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლაში, რომელიც აგვისტოს ომის გმირის რაულ მჟავანაძის სახელს ატარებს. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მასპინძლებში. საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ პროცესში არსებულ მიღწევები და გამოწვევები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიპროექტები განათლებისა და კულტურის სფეროებში, აგრეთვე ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის დედა, რომელმაც შეკრებილ აუდიტორიას ქვეყნის სამსახურში დგომისკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალისხმევისკენ მოუწოდა. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გმირის დედას საინრომაციო ცენტრისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ბიუროს მოხალისეებთან და ახალგაზრდებთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.
შეხვედრის ბოლო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებსა და მდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ასევე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების აუცილებლობაზე. სკოლის დირექტორმა მანანა მახარაძემ კი ჩვეთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამგვარი საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობას და ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამოთქვა სურვილი. კერძოდ ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სახვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობასა და მოსწავლეების ჩრთულობაზე.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორის სტუდენტები:
ხატია რომანაძე, ლინდა მესხიძე