ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერთან მერაბ კარანაძესთან ერთად სოფელ ზანაქიძეების ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა.
ადგილობრივებმა მავნე მწერებისგან მიწის ნაკვეთების შეწამვლა, გარე განათების მოწყობა,გაზიფიცირება და სასმელი წყლით სტაბილურ მომარაგება მოითხოვეს. გამგებელი მოსახლეობას აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამეტის ბიუროს წარმომადგენლები, გამგებლის მოადგილეები და თანაშემწეები იმყოფწებოდნენ.
სოფელ ზანაქიძეებში „ღია სივრცე საზოგადოებისთვის“ საინფორმაციო ფლაიერები აქტიურ ქალბატონებს დაურიგდა.