გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელზეც დამოუკიდებელ დეპუტატთა მოთხოვნით აჭარის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დღის წესრიგიდან ამოიღეს. დეპუტატ მედეა ვასაძის მოთხოვნაა, რომ უმაღლეს საბჭოში ანგარიში ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ წარადგინოს და არა მისმა მოადგილემ.
როგორც ცნობილია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ამჟამად ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება და ის სამშობლოში 18 აპრილს დაბრუნდება.