კიდევ ერთი „რჩეული ქობულეთელი“ შეუერთდა მარადისობას… მაყვალა ვერულიძე – ცნობილი პედაგოგი და მოღვაწე, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება აღზრდას, სკოლას და მომავალი თაობის სულის წრთობას უძღვნა. ხალისიანი, კეთილი, სათნო და ძალიან უშუალო – ასეთად დარჩება იგი თითოეული ჩვენგანის გულებში… ეს ფილმი კი რომელიც უკვე „ოქროს ფონდში“ ყველაზე კარგად შემოინახავს ქალბატონი მაყვალას გზას, გზას, რომელმაც იგი ნამდვილად მიიყვანა ტაძრამდე…
გვტკივა მრავალი თაობის ღირსეული აღმზრდელის მოულოდნელი წასვლა ამქვეყნიდან, თანავუგრძნობთ ოჯახს და სრულიად ქობულეთს!