დღეს დემოკრატიული ჩართლობის ბათუმის ოფისში კომპანია “ნატახტარის” და “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის” ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე “კოალიცია ბავშვებსა და ახალგაზრდებისათვის” და “ფონდი ნატახტარის” მიერ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარედგინათ. “ფონდი ნატახტარი” მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან 2011 წლიდან მუშაობს. შესაბამისად ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.