მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ბათუმის სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა

„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ბათუმის სკოლების ხელმძღვანელებს შეხვდა

365
0

15  მარტს, აჭარაში „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“  რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა.  შეხვედრის ძირითადი მიზანი ბათუმის საგანმანათლებლო სფეროს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ევროინტეგრაციის პროცესით დაინტერესება და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამ სფეროში არსებული ინფორმაციების მიწოდების ინტენსიური ფორმატის შემუშავება გახლდათ.

11  შეხვედრაზე შეკრებილმა ბათუმის საჯარო სკოლების ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის,  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ვიზალიბერალიზაციის შესახებ.  „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“  აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა, ბათუმის რესურსცენტრის უფროსთან გოჩა დავითაძესთან ერთად, უპასუხა საჯარო სკოლების ხელმძღვანელების შეკითხვებს საზოგადოებაში გავრცელებული მითების შესახებ და  სამომავლოდ, ბათუმის თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებასთან ერთად,  ნატოსა და ევროპის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ბათუმის მოსწავლე -ახალგაზრდობას აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა .

სკოლების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევაშიც…