მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის

ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის

271
0

სემინარი მასწავლებლებისთვის „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დასრულდა. აჭარის რეგიონის პედაგოგებმა თბილისელ კოლეგებთან ერთად ორი დღის განმავლობაში მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს წვლილის შესახებ, ასევე, გაეცნენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასა და რეალურ ფაქტებს.

სემინარი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება და მასში უკვე ჩაერთო 500-მდე მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

სემინარის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთანამშომლობის მემორანდუმი გაფორმა. დოკუმენტს ხელი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ მოაწერეს. მემორანდუმი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების საშუალებით ამ პროცესში მათ ჩართვას ითვალისწინებს.