წელს,4 აპრილიდან,საქართველოში მეცხრედ ტარდება ნატოს კვირეული, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართულია როგორც სახელმწიფო უწყებები, სამთავრობო აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურები, ორგანიზაციები, ასევე სამოქალაქო სეტორის, მედიის, ახალგაზრდობის წარმომადგენლები. კვირეულის ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობების ორგანიზებით რეგიონებშიც ეწყობა, იგეგმება შეხვედრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები და აქციები…
„ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ინიციატივით, ნატოს კვირეული აჭარის რეგიონში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშით – „NATO- OTAN“ -ით გაიხსნა. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაგეგმილ საგანმანათლებლო-შემეცნებით ინტელექტუალურ თამაშს „NATO – OTAN“ -ს ორგანიზება ბსუ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრმა გაუწია და მასში ბათუმის 21 სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეების ინფორმირება NATO-ს მიზნებისა და ამოცანების, NATO-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ… ინტელექტუალური თამაშის – „NATO- OTAN“ შედეგებს ბსუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და სტუდენტთა მხარდაჭერის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელმაც დაჯამებული შედეგების საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი “ევრო-2000-ის” გუნდი გახდა, მეორე და მესამე ადგილები სკოლა “ნიკემ” და მე-8 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.
ინტელექტუალური თამაშის „NATO-OTAN“ გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ხელმძღვანელმა ირმა გაბინაშვილმა სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები – მრავალფეროვანი შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა. გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები დააჯილოდოვეს აგრეთვე ღონისძიების მხარდამჭერებმა „საქართველოს პროფესიული განვითარების ცენტრის gpdc“, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ წარმომადგენლებმა.
ნატო-ს კვირეული ბათუმში და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა შემეცნებითი, ინტელექტუალური, შემოქმედებითი სპორტული აქტივობებით და დასუფთავებისა და საინფორმაციო აქციებით გაგრძელდება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნატო-ს კვირეული აჭარაში ინტელექტუალური თამაშით „NATO – OTAN“ გაიხსნა