აზერბაიჯანი კვლავ გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას სომხეთის მიერ განთავისუფლებული ტერიტორიების მასობრივი დანაღმვით გამოწვეული საფრთხისა და სომხეთის მთავრობის მიერ ნაღმების მოედნების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
აზერბაიჯანი განთავისუფლებული ტერიტორიების მასობრივი განაღმვის პრობლემის წინაშე დგას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც სამხედროებს, ასევე მოქალაქაეთა სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და საარსებო წყაროს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.
სომხეთის მიერ ამ მიწების განზრახ დანაღმვამ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების თითქმის 30-წლიანი ოკუპაციის დროს აზერბაიჯანის სამხედროებსა და მოქალაქეთა შორის უამრავი მსხვერპლი გამოიწვია.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი ოპერაციების შემდეგ იძულებითი უკან დახევის ეტაპზე, სომხეთმა განზრახ დანაღმა ტერიტორიები, რათა აზერბაიჯანის მხარეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს და დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნას სამოქალაქო პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.სომხეთი, ღიად არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უარს ამბობს ნაღმიანი მინდვრების რუკების მიწოდებაზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევა.
2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ სამმხრივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ, ყველა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ, აზერბაიჯანის 20 მოქალაქე, მათ შორის 14 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა აზერბაიჯანში განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაღმის აფეთქების შედეგად. ამავდროულად, სერიოზულად დაშავდა ქვეყნის 85 მოქალაქე (მათ შორის 16 სამოქალაქო პირი), მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიების განაღმვის ეროვნული სააგენტოს (ANAMA) მამაცი თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ დანარჩენი მოსახლეობა დაეცვათ.
ამ ტერიტორიების მასობრივი დანაღმვა სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს აზერბაიჯანის მთავრობის მიერ დაწყებული აღდგენითი და სარეკონსტრუქციო გეგმების განხორციელებისთვის. რაც მთავარია, ეს უარყოფითად აისახება ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის უსაფრთხო და ღირსეულად დაბრუნების უფლებებზე. თითქმის 30 წლის განმავლობაში გადასახლებულ ოჯახებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში, რადგან მიწა ნაღმებისგან არ არის გაწმენდილი.
აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და აგრეთვე ამ მიწებიდან იძულებითი განსახლების დროს, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე ნაღმების განზრახ განთავსება აშკარად გვაჩვენებს სომხეთის განზრახვას, ხელი შეუშალოს ასობით ათასი აზერბაიჯანელის დაბრუნებას საკუთარ მიწებზე, რაც მიზნად ისახავს ეთნიკურ წმენდას, ამ ადამიანიების მიერ საკუთარი უფლებების გამოუეყენებლობას და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დატანჯვას.
სომხეთის მხრიდან ამგვარი საქციელი კვლავ სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის დამყარებისთვის.
აზერბაიჯანმა არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას დაეგმო ის ფაქტი, რომ სომხეთის მიერ ტერიტორიების დანაღმვამ მოსახლეობის სიკვდილი გამოიწვია. აზერბაიჯანი იმეორებს ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას თვალი არ დახუჭოს სომხეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის ფაქტზე, მათ შორის გამიზნული დანაღმვის პოლიტიკაზე, რაც მიზნად ისახავს ხელი შეეშალოს იძულებით გადაადგილებული პირების სამშობლოში დაბრუნებას და დანაღმულ ტერიტორიებზე ინფორმაციის მიწოდების უარყოფაზე.
აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ სომხეთმა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და მორალური მოვალეობა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. აზერბაიჯანი მიიღებს ყველა არსებულ და საჭირო იურიდიულ ზომას, რათა უზრუნველყოს მშვიდობა და ნაკისრი პასუხისმგებლობა.
აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო ბათუმში