„ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩაქვის სპორტული კომპლექსის შეჩერებული მშენებლობა გააპროტესტეს, პარტიის წევრის – რევაზ ხარაზის განმარტებით ჩაქვში, ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე სპორტკომპლექსის მშენებლობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამმილიონიანი პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში თაროზეა შემოდებული. „ნაციონალებმა“ ყურადღება ჩაქვში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე არსებული პროექტი ახალმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ განახორციელა.