ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის და მრავალი პოპულარული სიმღერის ავტორის ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებით საღამოების ტურნე აჭარაში, გუშინ, ქობულეთში გრანდიოზული კონცერტითა და ამაღლებული განწყობით დასრულდა. იუბილარი კომპოზიტორის პატივსაცემად შემოქმედებითი საღამოები ბათუმში, ხულოსა და შუახევშიც გაიმართა. ამჯერად კი ერგემლიძის 60 წლის საიუბილეო კონცერტს „ნუგზარ ერგემლიძე და მეგობრები“ ქობულეთის კულტურის სახლმა უმასპინძლა. ღონისძიების იდეა ეკუთვნის საპროდიუსერო კომპანია „ჯადოსნურ ხმებს,“ რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების მხარდაჭერით საქართველოს თითქმის ყველა რაიონში იმართება. გუშინ ქობულეთელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ პოპულარული ქართველი მომღელები: ზურაბ დოიჯაშვილი, ბესო კალანდაძე, ზურაბ კობეშავიძე, ნუგზარ კვაშალი, ბიძინა მახარაძე, მაკა ქაჯაია, გიორგი ერგემლიძე.
როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, კონცერტების დროს შემოსული თანხის ნაწილით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან.
https://youtu.be/gYPZhWOAfQg