მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩაზე 18 ძირი სორბუსი დაირგო

ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩაზე 18 ძირი სორბუსი დაირგო

248
0

ბათუმის ქუჩებში გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, ინასარიძის, ჯავახიშვილისა და ტაბიძის ქუჩებზე, მწვანე კონცხსა და თამარ მეფის გზატკეცილის მიმდებარე საყვავილეებში სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი მცენარეები დაირგო.
რუსთაველის ქუჩაზე გაისხლა პალმები და განახლდა სკვერი, სადაც დაირგო სხვადასხვა დასახელების მცენარეები. ნონეშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილის, ფიროსმანის, კაზინეცის, ქათამაძისა და ნობელის ქუჩებზე, თამარის გზატკეცილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები.
ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩაზე დაირგო 18 ძირი სორბუსი, ხოლო რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში არსებული მცენარეები გაფორმდა დეკორატიული ქვიშით.
შინდისის გმირების სახელობის სკვერში, ფიროსმანის, კობალაძის, კაჩინსკის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმდებარედ არსებულ მცენარეებს ჩაუტარდა მავნებელ დაავადებათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიება, ხოლო თამარ მეფის გამზირზე სარეველები შეიწამლა ჰერბიციდით.