ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უამინდობამ პრობლემები შექმნა, ჩამოწვა მეწყერი.
შუა ღელის უბანში, ხვარბეთი კონჭკათის დამაკავშირებელ გზებზე მიწის მასა ჩამოიშალა დადაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ასევე, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.
პრობლემური ადგილები, ოზურგეთის მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ტარიელ აროშიძესთან და შესაბამისს სამსახურებთან ერთად დაათვალიერა.