მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა

214
0

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორივე მათგანის რეფერირება შესაბამისი პროფილის კლინიკაში მოხდება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ გოგონას აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ბიჭს კი ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს. მათ საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ორი ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.

სოფიო პაქსაძე