აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგმასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.
ისი თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავარი წინაპირობა ზუსტი და დროული ინფორმაციაა. აზიური ფაროსანას პოპულაციის შესახებ მონაცემების მოგროვება კი, დანელიას განცხადებით, თითოეული სოფლის დონეზე უნდა ხდებოდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებები, მუნიციპალიტეტები თუ რეგიონული სამმართველოები საჭიროებისამებრ ცვლიდნენ ინფორმაციებს და კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRCპარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არწარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.