ოპოზიციის პოლიტიკური ბრძოლა კვლავ გრძელდება. ოპოზიციის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებს ზუგდიდში ამ წუთებში მიმართავენ.
ანზორ მელიასთან ერთად, ქალაქში ოპოზიციური გაერთიანების სხვა ლიდერებიც იმყოფებიან.
აქციაზე მხარდამჭერებს სიტყვით ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიმართეს. აქციაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია.
მელიას, განცხადებით მისი არჩევის შემთხვევაში ის იქნება ყველას მერი, მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მისცეს.
„ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს, მე ვიქნები ყველასმერი.
მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენი თავდადებით, თქვენიშეუპოვრობით, თქვენი სიყვარულით პირველი დიდი რაუნდი მოვიგეთ. ბედნიერიზუგდიდისმერად არჩევის დროს მე ვიქნები ყველას მერი აბსოლუტურად, მთავარია მას უყვარდესსაქართველო, სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, რომლებმაც პირველ ტურში ხმა არ მომცეს, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს თავისი შვილებისა და შვილიშვილებისმომავალზე. ხალხნო, გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნითგანსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ“, – განაცხადა მელიამ.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე