დღეს ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომა გამართეს, სადაც ქალაქის მერი მიიწვიეს, თუმცა ლაშა კომახიძე სხდომას არ დასწრებია.
ოპოზიციის განცხადებით მერი შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. პარტიის წევრების განცხადებით მათ ბევრი შეკითხვა აქვთ ლაშა კომახიძესთან, რაც ძირითადად ეხება თვითმმართველობაში მიმდინარე რეორგანიზაციას, ქალაქში არსებულ უკანონო მშენებლობებს, საბავშვო ბაღის პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის საკითხს, ასევე პეტროზავოდსკში დაგეგმილ ღონისძიებებსა და უფასო სასადილოებში არსებულ პრობლემებს.
ლაშა კომახიძის განმარტებით, სხდომაზე დასწრება დროის სიმცირის გამო ვერ შეძლო, რის შესახებაც ფრაქციას წინასწარ წერილობით აცნობა.