როგორც „აჭარა P.S.“-ისთვის ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერები დღეს ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ პარტიულ აქტივს შეხვდნენ. კულუარული ინფორმაციით, შეხვედრის თემა მომავალი არჩევნები და ორგანიზაციაში დაგეგმილი გადახალისებები იყო. უკვე დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ „ოცნების“ რიგებში დიდი წმენდაა მოსალოდნელი. ქართულ ინტერნეტსაიტებსა და ზოგადად სოციალურ ქსელებში ამ თემას არა ერთი კომენტარი, პოსტი თუ სტატია ეძღვნება.
აი, ერთ ერთი მათგანიც: -“ნათქვამია ისეთ ჭორს რა უთხარიო“ საზოგადოება მმართველი პარტიაში ცვლილებებს ელოდება, ცენტრშიც და რეგიონებშიც მძიმე სიტუაციაა, ხალხის თქმით მათთვის გადასახადების გაზრდის მეტი თითქმის არაფერის შეცვლილა, თანანმდებობებზე ისევ „მიშას“ დროინდელი ხალხი ინიშნება, უმუშევართა რიცხვი კატასტროფულად იზრდება.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე კი ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას ნიშნისმოგებით პასუხობს „თავმოყვარე ადამიანი ორი ათას ლარად არ იმუშავებს“-ო. ჯანდაცვის სამინისტროში „რუსთავი2“-ის დედა ნინო შუბლაძე დაასაქმეს, ძალოვან უწყებებში საპასუხისმგებლო პოსტებზე დღენდე ნაც მოძრაობის შავბნელი საქმეების თანამონაწილეები მუშაობენ, რომლებიც ბობოლა დამნაშავეების გათეთრებას თავისუფლად ახერხებენ. აშკარაა კოაბიტაციამ არ გაამართლა, არჩევნები კარზე მოგვადგა , ლარი გაუფასურდა, რაზეც მინისტრი ნოდარი მშვიდად პასუხობს : „ლარს ნუ ანერვიულებთ დასტაბილურდებაო“.
კულუარული ინფორმაციით „ქართულ ოცნებაში“ დიდი წმენდა იწყება ცენტრშიც და რეგიონებშიც მმართველი პარტია საარჩევნოდ განახლებული ძალებით მოგვევლინება. საზოგადოება ხელისუბლებისგან კოაბიტაციის დასრულების მოლოდინშია. TB24.ge